პრემიერი ხაზარაძის მიერ წარდგენილ წერილზე - ამ სასაცილო ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი რა იყო - ჩემი ვალდებულება, გამოძიებასთან თანამშრომლობა უნდა შემესრულებინა და ეს შევასრულე

ჩემი ვალდებულება, როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქის, გამოძიებასთან თანამშრომლობა უნდა შემესრულებინა და მე ეს შევასრულე,- ასე პასუხობს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პროკურატურის მიერ გავცელებულ განცხადებაზე ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას, რით დაამტკიცებს, რომ მამუკა ხაზარაძის მიმართ ე.წ. მუქარის წერილზე არსებული თითის ანაბეჭდები გახარიას არ ეკუთვნის“.

„დაგიმტკიცებთ... უყურებთ „არტარეას“?! უყურეთ „არტარეას“ და მიხვდებით, რომ ობიექტურობის ხარისხი ნამდვილად გაეზარდა „არტარეას“. ამაზე ღიმილის გარეშე რა უნდა გიპასუხოთ. ამ სასაცილო ისტორიაში ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი რა იყო- ჩემი ვალდებულება, როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქის, გამოძიებასთან თანამშრომლობა უნდა შემესრულებინა და მე ეს შევასრულე, ისევე, როგორც სხვებმაც უნდა შესრულონ“, - განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ გუშინ განცხადება გააავრცელა. პროკურატურამ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ განხორციელებული შესაძლო იძულების ფაქტზე დანიშნული დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა მიიღო.

როგორც პროკურატურის ინფორმაციაშია ნათქვამი, სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, წერილზე არსებული თითის ანაბეჭდები პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას არ ეკუთვნის.

იხილეთ ვიდეო:

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა