პაატა მანჯგალაძე  „ნაცმოძრაობას“ - მტრების ძიებით კი არა მოკავშირეების ძიებით უნდა დაკავდეთ

„სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივნის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების ნაწილი მოკავშირე ოპოზიციური პარტიების ცილისწამებითა და მათ რიგებში მტრების ძიებით არიან დაკავებული მაშინ, როდესაც ქვეყანა ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპს გადის. ამ განცხადებით პაატა მანჯგალაძე ოპოზიციაში მიმინარე მოვლენებს ეხმაურება.

„დასანანი და გაუგებარია „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი წარმომადგენლის ქცევის მოტივი და მიზანი, როდესაც ნაცვლად იმისა, რომ მთელი ძალები, რესურსი „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მიგვემართა, ისინი მოკავშირეების მტრად ქცევით არიან დაკავებული. ამის სამწუხარო მაგალითია ხატია დეკანოიძე, რომელსაც შეეძლო წარმატებით ესაუბრა „ქართული ოცნების“ პირობებში ჩავარდნილ სამართალდამცავი სისტემის რეფორმაზე, დეპოლიტიზირებულ პოლიციაზე, საგამოძიებო სისტემასა და კრიმინალის ზრდაზე.

ის კი სამი დღეა ეთერიდან ეთერში დადის და დაკავებულია სიცრუს ტირაჟირებით და აბსურდული ბრალდებებით გიორგი ვაშაძისა და „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდის მიმართ.

სად ეძებთ მეგობრებო მტრებს? ნუთუ ზედიზედ 7 არჩევნებში დამარცხება იმის ფიქრის სფუძველს არ იძლევა, რომ მტრების ძიებით კი არა მოკავშირეების ძებნით უნდა დავკავდეთ?!“ -განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

დავით სიხარულიძე - ქართულ-ამერიკული თანამშრომლობა ყოველთვის იყო დაფუძნებული ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, აშშ-ს მდივნის ვიზიტიც ამის მკაფიო დემონსტრირება გახლდათ
ქართული პრესის მიმოხილვა 20.10.2021
იოსებ ბარათაშვილი - სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნა საქართველოს  ხელისუფლებას საკმაოდ  რთული პრობლემის წინაშე აყენებს
LEXUS-ი წარმოგიდგენთ უახლეს ფლაგმან მოდელს LX 600
ჩაირთე „სილქფესტი“ და ისარგებლე ულიმიტო ინტერნეტით და სასაუბრო წუთებით უსასრულოდ, მთელი თვის განმავლობაში
„მიჰაუსში“ გრანდიოზული ფასდაკლება დაიწყო
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და „ჯი ეს ემ ტრანსმა“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
"ავერსსა" და "კავკასიის უნივერსიტეტს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ინვესტიცია გუდაურის ოპერირებად სასტუმროში
აზიის განვითარების ბანკმა საქართველოში საცხოვრებელი სახლების პროექტების მდგრადი განვითარებისთვის $10 მილიონიანი სესხი დაამტკიცა
კახა ოქრიაშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს