შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული  არასრულწლოვნის  მამის ინფორმაციით, მათ საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩატარდა

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის, ზ.ხ.-ს მამის თამაზ ხომასურიძის ინფორმაციით, მათ საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩატარდა.

როგორც თამაზ ხომასურიძემ განაცხადა, ექსპერტ-კრიმინალისტებმა საცხოვრებელი ბინიდან მისი კუთვნილი ტელეფონი და კომპიუტერი წაიღეს.

“დღეს 10:00 საათზე მოვიდნენ, წაიღეს ჩემი კომპიუტერი, მობილური ტელეფონი და თავდაცვის სამინისტროს საბუთი. ეს სამი რაღაც წაიღეს. დაიწყო ჩემზე თავდასხმა, დავაანონსე რომ ასეც იქნებოდა“, - განაცხადა „ტვ პირველთან“ თამაზ ხომასურიძემ.

ამასთან, თამაზ ხომასურიძე სამართალდამცველებმა დღეს გამოკითხვაზე დაიბარეს.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია 17 პირი, მათგან 6 არასრულწლოვანია.

პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე „ტოიოტა ქამრის“ მგზავრების - 5 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის დაიწყო, რაც განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნულ საქმეზე ბრალი ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს დაუმძიმდათ.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2026
პროექტის მართვა: უნარი, რომელიც ყველა გუნდს სჭირდება
Galaxy Unpacked 2026: ახალი AI სმარტფონი, რომელიც ყოველდღიურობას კიდევ უფრო მარტივს გახდის
„კარფურში“ დიდი ბრენდ ფესტივალი დაიწყო