ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონული წარმომადგენელი  - ჩვენ აქ ვართ საქართველოს და მისი ევროპული გზის მხარდასაჭერად

ევროკავშირის ბანკის რანგში, ჩვენს მიერ ნაკისრი ვალდებულება ამჟამად თითქმის 2 მილიარდ ევროს გულისხმობს და კვლავ მივიწევთ წინ. ჩვენ აქ ვართ საქართველოს და მისი ევროპული გზის მხარდასაჭერად, - ამის შესახებ ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონულმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში მაჩიე ჩურამ ხაშურის შემოვლითი გზის გახსნის ღონისძიებაზე მედიასთან განაცხადა.

მისი თქმით, ევროპის საინვესტიციო ბანკი არის ევროკავშირის ბანკი და საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე მათ მიერ ნაკისრი ვალდებულება თანხობრივად უკვე 1 მილიარდ ევროს აღემატება.

“ამ ფინანსურ რესურსს ევროკავშირიდან მრავალი გრანტი და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების ფონდიდან დაფინანსებული ტექნიკური დახმარება მოჰყვება.

ძალიან მიხარია, რომ გახსნის ღონისძიებას ვესწრები, რადგან ეს პროექტი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ტრანსევროპული საგზაო ქსელის გაგრძელების კონტექსტში და მასთან საქართველოს დაკავშირება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული გზით ხდება. ჩვენ, ამ მნიშვნელოვანი პროექტის ნაწილი ვართ და ზემო ოსიაურიდან სურამამდე გზის მონაკვეთი ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ ევროკავშირის გარანტიის ფარგლებში სრულად დაფინანსდა. გამოიყო 50 მილიონი ევრო. ეს მონაკვეთი ასევე მოიცავს ხაშურის შემოვლით გზას და ამდენად, დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მგზავრობა უფრო სწრაფი და კომფორტული გახდება. ხაშურის მცხოვრებლებსაც მეტი კომფორტი შეექმნებათ.

ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოში სხვადასხვა პროექტს აფინანსებს სოციალური და ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განვითარების, კერძო სექტორის ხელშეწყობის - განსაკუთრებით მცირე და საშუალო ზომის საწარმოების განვითარების კუთხით - კლიმატის ცვლილებების განეიტრალების და ადაპტაციის მიზნით”, - აღნიშნა მაჩიე ჩურამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა