ევროკავშირის ელჩის მოადგილე - ხაშურის შემოვლითი გზის დასრულება  აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული გზის მშენებლობის ფარგლებში საეტაპო მომენტია

ხაშურის შემოვლითი გზის დასრულება საეტაპო მომენტია საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული გზის მშენებლობის ფარგლებში, - ამის შესახებ ვეროკავშირის ელჩის მოადგილემ ასუნსიონ სანჩეს რუისმა ხაშურის შემოვლითი გზის გახსნის ღონისძიებაზე მედიასთან განაცხადა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი დიდი სიხარულით მონაწილეობდა ამ პროექტში.

“ჩვენ მხარს ვუჭერდით ამ გზის მშენებლობას ევროპის საინვესტიციო ბანკთან ერთად და ახლო მომავალში, ამ მონაკვეთის საბოლოოდ დასრულებას ველით.

ასევე, მოგეხსენებათ, რომ სატრანსპორტო კვანძები ევროკავშირის დღის წესრიგში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ეს საკითხი მნიშვნელოვანია ასოცირების შეთანხმების ფარგლებშიც. ამ დარგის განვითარებას ჩვენი დახმარებით ვუწყობთ ხელს.

იმედი გვაქვს, რომ ხაშურის შემოვლითი გზა და ჩქაროსნული გზატკეცილის ამ მონაკვეთის მშენებლობის დასრულება თავის წვლილს შეიტანს რეგიონში ბიზნესის წარმოების განვითარებაში და საქართველოს მოქალაქეებს მგზავრობის დროსაც შეუმცირებს”, - აღნიშნა ევროკავშირის ელჩის მოადგილემ.

შეგახსენებთ, ხაშურის შემოვლითი, 13 კმ-იანი ახალი გზა დღეს გაიხსნა. აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (E60-ის) შემადგენელი, ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის პროექტის ნაწილი – ხაშურის შემოვლითი გზა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან ერთად გახსნა.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო