მარია ზახაროვა - აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ სენატის ანგარიში რეალურ ფაქტებსა და მტკიცებულებებს არ შეიცავს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა აშშ-ის სენატის მოხსენებას ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ უაზროსა და უსაფუძვლოს უწოდებს.

„მოხსენების წინასწარ გამოქვეყნებული ნაწილების მსგავსად, ბოლოს გამოქვეყნებული ნაწილიც არ შეიცავს რეალურ ფაქტებსა და მტკიცებულებებს“, - განაცხადა მარია ზახაროვამ.

მისივე თქმით, მოსკოვს ამ ბრალდებებისთვის არაერთხელ გაუცია პასუხი.

„რუსეთის ჩარევის შესახებ მთელი ისტორია შექმნილია აშშ-ში სხვადასხვა ძალებს შორის პოლიტიკური ბრძოლის პროცესში,“- განაცხადა ზახაროვამ.

მისივე თქმით, რუსოფობიური სენტიმენტების გაღვივების სურვილმა ორმხრივ დიალოგს სერიოზული ზიანი მიაყენა.

შეგახსენებთ, აშშ-ის სენატმა რამდენიმე დღის წინ აშშ-ის სენატის დაზვერვის კომიტეტმა გამოაქვეყნა ორპარტიული გამოძიების სრულყოფილი ანგარიში 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის თაობაზე, რომელშიც დონალდ ტრამპის პარტნიორებისა და რუსეთის წარმომადგენლების კონტაქტებზეა საუბარი. ანგარიშის თანახმად, 2016 წელს აშშ-ის დემოკრატიულ პარტიასთან დაკავშირებულ კომპიუტერულ ქსელებსა და ანგარიშებზე ჰაკერული თავდასხმები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განკარგულებით განხორციელდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს