შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის მამა აცხადებს, რომ შეკითხვებს მხოლოდ მოსამართლის თანდასწრებით უპასუხებს

გიორგი შაქრაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის ზ.ხ-ს მამა თამაზ ხომასურიძე აცხადებს, რომ შსს-ში მის მიერ დაჯგუფება "თეთრ ისართან" დაკავშირებით გაკეთებული განცხადებით დაინტერესდნენ, თუმცა შეკითხვებს არ უპასუხა. როგორც უწყებიდან გამოსვლის შემდეგ თამაზ ხომასურიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის შეკითხვებს მხოლოდ მოსამართლის თანდასწრებით უპასუხებს.

მისივე განმარტებით, დაჯგუფებამ "თეთრი ისარი" მას მოწმე გურამ ამირხანაშვილსა და ადვოკატ მირიან ნიკოლაძეზე ინფორმაცია მიაწოდა, რომ „განაჩენი გამოტანილია". რა იგულისხმება განაჩენის გამოტანაში, ხომასურიძე არ აკონკრეტებს და ითხოვს, რომ მირიან ნიკოლაძეს და გური ამირხანაშვილს სახელმწიფო დაცვა გამოუყონ.

მისივე განმარტებით, "თეთრი ისარი" თვითონ დაუკავშირდა მას, აღნიშნული დაჯგუფება კი, "გახმაურებულ საქმეზე მუშაობს".

"თუ მოსამართლე გამოსცემს განჩინებას, ამ შემთხვევაში ვიქნები ვალდებული, რომ კითხვებს ვუპასუხო, ამ ეტაპზე კი აღარაფერს ვამბობ. არც ერთ კითხვას არ ვუპასუხე, ფიზიკურადაც არ შემიძლია, რადგან 4 დღე ვშიმშილობდი. თუმცა, არ ეგონოთ, რომ გამტეხავენ. სულ რომ ვკვდებოდე, ვერ გამტეხავენ. მე ჩემი მოვალეობა შევასრულე და გუშინ ეთერში, გური ამირხანაშვილი და მირიან ნიკოლაძე გავაფრთხილე, რომ მათთან მიმართებით შესაძლოა რაღაც მოხდეს. ერთზე მითხრეს, რომ განაჩენი უკვე გამოტანილია და მეორეზე მითხრეს, რომ არ იციან ჯერ როგორ მოიქცევა. ვთხოვ, სახელმწიფოს, რომ ორივეს დაცვა გამოუყონ... არ გამოვრიცხავ, რომ დამაკავონ, რადგან იციან, რომ ვაგროვებ მტკიცებულებებს. ან ლიკვიდაცია უნდა გამიკეთონ, ან დამიჭირონ, სხვა მხრივ, ვერ გამაჩუმებენ! ჩემი სამომავლო ნაბიჯი იქნება ის, რომ ჩემი ხარჯებით ხალხს შევკრებ და ჩემს შვილს სიცრუის დეტექტორზე გავატარებ", - განაცხადა თამაზ ხომასურიძემ.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს