ბადრი ჯაფარიძე - სიმართლე არის ერთი - წერილი გადმოცემულია გიორგი გახარიას ხელით

სიმართლე არის ერთი - წერილი გადმოცემულია გიორგი გახარიას ხელით,- ამის შესახებ განცხადება პოლიტიკური მოძრაობა „ლელო საქართველოსთვის“ გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ გააკეთა. ჯაფარიძე პროკურატურის იმ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, მამუკა ხაზარაძის მისამართით გაგზავნილ ე.წ. მუქარის წერილზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას თითის ანაბეჭდები არ აღმოჩნდა. ჯაფარიძის თქმით, პროკურატურისგან არაკომპეტენტური დამიკერძოებული მოქმედება ბუნებრივი ამბავი გახდა.

„სამწუხაროდ, პრემიერს არ ჰყოფნის გამბედაობა, თქვას სიმართლე და უთხრას საზოგადოებას თუ რა შეხება აქვს ამ წერილთან და იყო თუ არა ის ამ წერილის გადმომცემი. აქედან გამომდინარე, პროკურატურა კიდევ ერთხელ ადასტურებს ფაქტს, რომ გამოძიების ნაცვლად ის დაკავებულია პრემიერის „გათეთრებით“, მაგრამ ეს მცდელობა არის უსუსური. აქ საუბარია იმაზე, რომ თუ პროკურატურას სურდა გამოძიების ჩატარება, იქ არის ანაბეჭდები და ადვილი დასადგენია, როდის, სად და როგორ გადმოგვცა გახარიამ ეს წერილი. ამის ნაცვლად, პროკრატურა ცდილობს გიორგი გახარიას „გათეთრებას“ იმით, რომ არ აღმოჩნდა მისი ანაბეჭდი წერილზე, არადა, ეს წერილი გადმოგვეცა გახარიას გავლით და მისი ანაბეჭდის იდენტიფიცირება შესაძლებელი იყო. გიორგი გახარიას კომენტარი არის უსუსური. ის ცდილობს, გაექცეს პაუსხისმგებლობას”, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს პრემიერმა გიორგი გახარიამ ე.წ. მუქარის წერილზე კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა.

„ამაზე ღიმილის გარეშე რა უნდა გიპასუხოთ. ამ სასაცილო ისტორიაში ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი რა იყო- ჩემი ვალდებულება, როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქის, გამოძიებასთან თანამშრომლობა უნდა შემესრულებინა და მე ეს შევასრულე, ისევე, როგორც სხვებმაც უნდა შესრულონ“, - განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ გუშინ განცხადება გააავრცელა. პროკურატურამ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ განხორციელებული შესაძლო იძულების ფაქტზე დანიშნული დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა მიიღო.

როგორც პროკურატურის ინფორმაციაშია ნათქვამი, სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, წერილზე არსებული თითის ანაბეჭდები პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას არ ეკუთვნის.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო