მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ბოთლში, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის მანქანაში იპოვეს გარკვეული ნივთიერებები იყო გახსნილი

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი, რომელიც თბილისის პროკურატურაში იმყოფება, აცხადებს, რომ ბოთლში, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის მანქანაში იპოვეს გარკვეული ნივთიერებები იყო გახსნილი.

ადვოკატი ახალ გარემოებაზე საუბრობს და გამომძიებლებს ხვდება.

„ბოთლს, რომელსაც ჩაუტარდა ქიმიური ექსპერტიზა აღმოჩენილია დოქსილამინის და კარდოლაქსის წვეთები, რაც ნიშნავს, რომ ბოთლი გახსნილია და შიგნით არის მოთავსებული მედიკამენტი. თვითონ ეს დოქსილამინი ძალიან იშვიათი მედიკამენტია, როგორც ჩანს, მოხდა მედიკამენტის ბოთლში გახსნა.

ყველაზე საინტერესოა, რომ თამუნას ორგანიზმში აღმოაჩნდა კლოფელინი. კლოფელინს ტოქსიკოლოგები ჟარგონზე ეძახიან „კონტროლს“ , რომელიც ადამიანს თიშავს. ავტომობილშიც კი არ არის აღმოჩენილი კლოფელინის არანაირი შუშა ან რამე მსგავსი. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ არანაირ თვითმკველობაზე არ არის საუბარი“,-განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ამასთან, გუშინ ცნობილი გახდა ექსპერტიზის შუალედური დასკვნა. მიხეილ რამიშვილის განმარტებით, ექსპერტიზის შუალედური დასკვნის თანახმად, გარდაცვლილის ორგანიზმში, ალკოჰოლური, ნარკოტიკული, ფსიქოაქტიური, ფსიქოტროპული და ტოქსიკური ნივთიერება აღმოჩენილი არ არის. თუმცა აღმოჩენილია 4 სახის მედიკამენტი.

„ეს არის შუალედური დასკვნა, რომლის თანახმადაც, თამარ ბაჩალიაშვილის ორგანიზმში, კუჭში, ღვიძლში, ნაღვლის ბუშტში, ნაწლავში თურკმელში არ არის არანაირი ალკოჰოლი, არ არის არანაირი ნარკოტიკული ნივთიერება, ფსიქოაქტიური ნივთიერება, ფსიქოტროპული, ტოქსიკური ან სხვა ნივთიერების კვალი. აღმოჩენილია 4 სახის მედიკამენტი, მაგრამ ეს რა რაოდენობითაა დაუდგენელია. ეს ჩვეულებრივი წამლებია“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5 - დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში