კალიფორნიაში ხანძარს 6 ადამიანი ემსხვერპლა, ტრამპმა შტატი კატასტროფის ზონად გამოაცხადა

კალიფორნიაში გამანადგურებელი ხანძრების გამო აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შტატი კატასტროფის ზონად გამოაცხადა და ფედერალურ დონეზე დახმარება გამოყო.

„როიტერის“ ცნობით, ხანძრებს შტატში მინიმუმ 6 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ათასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა აუცილებელი. ასევე დაზიანდა 700-მდე შენობა. BBC-ის ინფორმაციით, 14 000-ზე მეტი მეხანძრე ებრძვის ხანძრის 585 კერას, რომელიც 400 000 ჰექტარზეა გავრცელებული. ტერიტორიის კატასტროფის ზონად გამოცხადების შემდეგ, შესაძლებელი ხდება ფედერალური დაფინანსების გამოყენება დაზარალებული მოქალაქეებისა და ბიზნესების დასახმარებლად.

იხილეთ ვიდეო:კალიფორნიაში ხანძრებს მინიმუმ 6 ადამიანი ემსხვერპლა, ტრამპმა შტატი კატასტროფის ზონად გამოაცხადა

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის