მინსკში ოპოზიცია მსვლელობისთვის ემზადება

ბელარუსში ოპოზიციის მომხრეები, ადგილობრივი დროით, 14:00 საათისთვის არასანქცირებული მსვლელობისთვის ემზადებიან, რომელიც მინსკის ცენტრში გაიმართება.

მოსალოდნელია, რომ მარში სახელწოდებით - „ ახალი ბელარუსის მარში“ დამოუკიდებლობის მოედანზე გაიმართება და მისი მონაწილეები დამოუკიდებლობის პროსპექტზე მსვლელობას გამართავენ.

აქციის მონაწილეების მოთხოვნაა: „ყველა დაკავებული დემონსტრანტის გათავისუფლება, მოძალადეებისა და მკვლელების გასამართლება და პრეზიდენტ ლუკაშენკოს გადადგომა.

ოპოზიციის წარმომადგენლები ავტომფლობელებსაც მოუწოდებენ, მათ საპროტესტო მსვლელობას საკუთარი ავტოტრანსპორტით შეუერთდნენ, რეგიონებში მცხოვრებლებს კი ურჩევენ, თავიან ქალაქში შეიკრიბონ საპროტესტო აქციების გასამართად.

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ვითარების სტაბილიზებისთვის მკაცრი პოლიტიკის გატარებას აპირებს. მანამდე კი, ოპოზიციას მოუწოდა, შაბათი და კვირა დასაფიქრებლად გამოეყენებინათ, ორშაბათიდან კი სთხოვა, მასზე ნუ გაბრაზდებიან, რადგან „ხელისუფლება უნდა იყოს ხელისუფლება“.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა