ამირან გამყრელიძე - ბათუმსა და ქობულეთში დადგმულ კარვებში კორონავირუსზე ინტენსიური ტესტირება მიმდინარეობს, ამ ტიპის შემოწმება დაიწყო შეკვეთილშიც

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბათუმის და ქობულეთის ბულვარში დადგმულ კარვებში კორონავირუსზე ინტენსიური ტესტირება მიმდინარეობს. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, კორონავირუსზე შემოწმება დაიწყო შეკვეთილშიც.

ამირან გამყრელიძის განმარტებით, ამჟამად კორონავირუსზე ნებაყოფლობით აღებული ყველა ნიმუშის პასუხი უარყოფითია.

„მიმდინარეობს ინტენსიური ტესტირება ბათუმის და ქობულეთის ბულვარში დადგმულ კარვებში. ასევე, ამ ტიპის შემოწმება დაიწყო შეკვეთილშიც. ამ ეტაპისთვის ნებაყოფლობით აღებული 190 ნიმუშია, 88 უკვე გამოკვლეულია და ყველა უარყოფითია“,-განაცხადა გამყრელიძემ.

რაც შეეხება ქობულეთს, გამყრელიძის განცხადებით, იქ ინფექციის გავრცელების რისკი დაბალია.

„ქობულეთის ორივე წერტილში, სადაც შემთხვევები გვქონდა, სიტუაცია დასტაბილურდა. კაფე „ჰავანასთან“ დაკავშირებული ბევრი ადამიანი გამოიკვლიეს და არსებული დადებითი შემთხვევის გარდა, მეტი აღარ გვქონია.

ასევე, მეორე შემთხვევა, რომელიც საოჯახო ტიპის სასტუმროსთან იყო დაკავშირებული, იქაც ბევრი კონტაქტი გამოვიკვლიეთ. ამ თვალსაზრისით მზარდი რისკი, რომ ინფექციის გავრცელება იყოს, ნაკლებია. ვფიქრობთ, რომ მოსახლეობა მშვიდად უნდა იყოს“,- განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ერთეული შემთხვევები არის, სიტუაცია სრულად მართვადი და კონტროლირებადია.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1 411 გახდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო