თბილისის პროკურატურაში თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატი მივიდნენ

თბილისის პროკურატურაში თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატი მიხეილ რამიშვილი მივიდნენ.

როგორც მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პროკურატურაში მისვლის მიზეზი საქმის დეტალების გაცნობა და კითხვებზე პასუხის მიღებაა.

„ვეცნობით საქმის დეტალებს და კითხვებთან დაკავშირებით ველოდებით პასუხებს. ჩვენ ჩვენს პოზიციებს ყოველთვის ვამყარებთ იმ თვალსაზრისით, რომ გარკვეულ ჩვენებებთან დაკავშირებით ველოდებით რა ქმედებებს განახორციელებს გამოძიება”, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა პროკურატურაში შესვლამდე.

მისივე თქმით, მათი მოთხოვნა ყველა იმ ადამიანის ხელახლა დაკითხვაა, რომელთა ჩვენებები არის ზოგადი.

„ადამიანების ნაწილის ჩვენებები ძალიან ზოგადია და ვითხოვთ მათ ხელახლა დაკითხვას. მათი ჩვენებები საქმესთან მიმართებაში დაუზუსტებელია. ესენი არიან მწყემსის შვილი და გარკვეული პირები, რომლებსაც არ დავაკონკრეტებ”, -განაცხადა რამიშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5 - დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

იხილეთ ვიდეო:თამარ ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატი თბილისის პროკურატურაში იმყოფება

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა