ნინო ვიბლიანი - მესტიაში სტაბილური სიტუაციაა, ამ დროისთვის გარესამყაროს ადიშის თემია მოწყვეტილი

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელი ადიში გარესამყაროს კვლავ მოწყვეტილია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანმა განუცხადა, გზის აღდგენას დაახლოებით ორი დღე დასჭირდება, თუმცა, როგორც თავად განმარტავს, ეს დროებითი გზა იქნება.

„სიტუაცია მესტიაში სტაბილურია. ადიშის თემია მოწყვეტილი, 400 მეტრამდე სავალი გზა არის წაღებული. დღეის მდგომარეობით, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. დაახლოებით ერთი-ორი დღე დასჭირდება დროებითი სავალის აღდგენას, თუმცა, ეს არ იქნება სამუდამო გზა, დროებითი გადაადგილების საშუალება იქნება, შემდეგ იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული პროექტირების. ადიშში ჯერჯერობით, რაიმე გაჭირვება ან მედიკამენტების ან პროდუქტის არ არის, თუმცა, ასეთის არსებობის შემთხვევაში, მთელი მუნიციპალიტეტი მობილიზებულია და ყურადღება იქნება,“- განაცხადა ვიბლიანმა.

რაც შეეხება ლენჯერისა და მულახის თემს, როგორც ვიბლიანი ამბობს, დაზიანებულია სავარგულებისკენ მიმავალი გზები. მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის უკვე მოხერხდა უშგულთან დამაკავშირებელი გზის აღდგენა.

„უშგულის დამაკავშირებელ გზაზე პრობლემა გუშინვე მოგვარდა. მეწყერი იყო ჩამოწოლილი, გაიწმინდა, თუმცა, იქაც საპროექტო სამუშაოები იქნება საჭირო, რომ ნაპირი გამაგრდეს. ასევე სავარგულებისკენ მიმავალი გზები არის მოწყვეტილი, რომელსაც აღდგენა სჭირდება.

რაც შეეხება ზარალს, ამაზე ვერ ვისაუბრებ, რადგან სხვადასხვა ლოკაციაა დაზიანებული და ამას ღრმა კვლევა სჭირდება“, - განაცხადა ვიბლიანმა.

შეგახსენებთ, სტიქიამ მესტიის მუნიციპალიტეტში ადიშის, მულახის და ლენჯერის თემში პრობლემა შექმნა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა