თბილისში ბელარუსი ხალხის მხარდამჭერ აქციაზე, მონაწილეებმა „ცოცხალი ჯაჭვი" გააკეთეს

საქართველოში ბელარუსის რესპუბლიკის საელჩოსთან ბელარუსი ხალხის მხარდამჭერი აქცია იმართება. აქციის მონაწილეები ადგილზე დროშებით, ყვავილების თაიგულით და შემდეგი შინაარსის პლაკატებით არიან მისულები: „თავისუფლება ბელარუსს!", „თავისუფლება პოლიტპატიმრებს!"

აქციის მონაწილეები ბელარუსში საპროტესტო აქციების შედეგად დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ და ბელარუს ხალხს სოლიდარობას უცხადებენ.

აქციის მონაწილეებმა საქართველოში ლიეტუვის საელჩოდან ბელარუსის რესპუბლიკის საელჩომდე „ცოცხალი ჯაჭვი" გააკეთეს. აქციის მონაწილეებს შეურთდა „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია.

აქციის ორგანიზატორი მოძრაობა „შეცვალეა".

„დღეს ჩვენ მოვედით აქ იმისთვის, რომ სოლიდარობა გამოვუცხადოთ ბელარუს ხალხს. როგორც იცით, დღეს არაერთ ქვეყანაში იმართება მსგავსი აქცია“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს" აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, გიორგი გაბრიაძემ.

შეგახსენებთ, ბელარუსში 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საპროტესტო აქციები არ წყდება. მომიტინგეები პრეზიდენტ ლუკაშენკოს გადადგომას და ქვეყანაში ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ ქვეყანაში მოვლენები „ფერადი რევოლუციების“ გეგმის მიხედვით, „გარე ფაქტორის მონაწილეობით“ ვითარდება.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა