საერთაშორისო სამშვიდობო მისიის ჯარებმა ერაყში მდებარე ტაჯის სამხედრო ბაზა დატოვეს

აშშ-ის მეთაურობით საერთაშორისო სამშვიდობო მისიის ჯარებმა ერაყში მდებარე ტაჯის სამხედრო ბაზა დატოვეს და მისი მართვა ერაყის უსაფრთხოების ძალებს გადასცეს. ამის შესახებ „როიტერი“ იტყობინება. ბაზა ბაღდადიდან 20 კილომეტრში მდებარეობს და ის ხშირად გამხდარა სარაკეტო თავდასხმების სამიზნე.

საერთაშორისო სამშვიდობო კოალიციის განცხადების თანახმად, სამხედრო მოსამსახურეების გაყვანა გრძელვადიანი გეგმის ნაწილია, რომელიც ერაყის მთავრობასთან კოორდინაციით ხორციელდება. სამშვიდობო მისიის დარჩენილი ნაწილი ბაზას მომდევნო დღეებში დატოვებს, მას შემდეგ, რაც ერაყის უსაფრთხოების ძალებს აღჭურვილობას გადააბარებენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა