„ქართული ოცნების“ ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი კახა კახიშვილი მოსახლეობას შეხვდა

ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან” კახა კახიშვილი მოსახლეობას შეხვდა. როგორც კახიშვილმა აღნიშნა, ის მოსახლეობას დაჰპირდა, რომ ოპონენტებთან კონსტრუქციული, ჯანსაღი კონკურენცია იქნება და საარჩევნოდ ტყუილ დაპირებებს არ გასცემს.

„საარჩევნო კამპანიას აქტიურად ვაგრძელებთ. საკმაოდ თბილი და სასიამოვნო შეხვედრა გვქონდა ისნის რაიონის ამხანაგობების თავმჯდომარეებთან. მათთან დიალოგი საინტერესო და ამავდროულად, ნაყოფიერი იყო. მათ ჩემი სტრატეგია გავაცანი, სანაცვლოდ კი, გულითადი რჩევები მივიღეთ.

„არა ტყუილ დაპირებებს” – ჩემი კამპანიის სლოგანმა ამხანაგობების თავმჯდომარეებისგან მოწონება დაიმსახურა. დავპირდი, რომ მანკიერ პრაქტიკას, რაც ოპონენტების მისამართით ბრალდებებს გულისხმობს, ჩემი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში არასდროს გამოვიყენებ.

კონსტრუქციული და ჯანსაღი კონკურენცია არის ის, რაც ისნის რაიონის, თბილისისა და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია”, - განაცხადა კახა კახიშვილმა.

ინფორმაციას “ქართული ოცნების” პრესსამსახური ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს