„თავისუფალი საქართველო“ - სახელმწიფო ფულით საქართველოში უცხოელი მუშების ჩამოყვანა დანაშაულია

პარტიამ „თავისუფალი საქართველო“ ხაშურის მიმდებარე ტერიტორიაზე ცენტრალური ავტომაგისტრალის სამშენებლო სამუშაოები, ჩინური კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოების გამო გააპროტესტა.

როგორც პარტიის ლიდერმა კახა კუკავამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო ტენდერში ცენტრალური ავტომაგისტრალის მშენებლობის კიდევ ორი ლოტი ჩინურმა კომპანიამ - „სინოჰიდრომ“ მოიგო.

„ბოლო წლების განმავლობაში ჩინური კომპანიები (სინოჰიდრო, ჰუნანი და სხვები) სახელმწიფო დაკვეთების შესრულებაში ლიდერობენ. მთლიანობაში ინფრასტრუქტურის სამინისტროს 1 მილიარდი ლარის, თითქმის 2/3 უცხოურ კომპანიებზე გაიცემა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნიდან დაახლოებით 250 მილიონი დოლარი გაედინება, რაც ნეგატიურად აისახება ეროვნული ვალუტის კურსზე, ხოლო მეორეს მხრივ, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში დაახლოებით 10 000-მდე სამუშაო ადგილი იკარგება, ვინაიდან ჩინური კომპანიები ამ კატეგორიის სამუშაოებზე, როგორც წესი, უმეტეს შემთხვევაში, მხოლოდ ჩინელებს ასაქმებენ“, - აღნიშნა კახა კუკავამ.

მისი აზრით, გასათვალისწინებელია ისიც, რომ მაშინ, როდესაც გლობალური პანდემიის პირობებში, უცხოეთში მყოფი ქართველები სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ, ჩინელი მუშები უპრობლემოდ მოფრინავენ საქართველოს მიმართულებით და შეუფერხებლად შემოდიან ქვეყნის ტერიტორიაზე.

„ეს არის საქართველოს ხელისუფლების მახინჯი, ყოვლად უსახური ლიბერალური პოლიტიკა, რომელიც ერთმანეთის მიმართ უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს ქართულ და უცხოურ კომპანიებს, რაც პირდაპირი მიზეზია ჩვენს ქვეყანაში არსებული უმუშევრობის და სიღარიბისა. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, საქართველოში 500-მდე ჩინელი მუშა შემოვიდა, რაც ამასწინად საქართველოს ხელისუფლებამაც დაადასტურა. საგულისხმოა, რომ ეს ხდება მაშინ, როდესაც ქართველებს, ხელისუფლების ყოვლად უგუნური დაწესებული რეგულაციების გავლა უწევთ.

სამარცხვინოა და ამაზრზენი, როდესაც სამშენებლო სექტორში საქართველოს ხელისუფლება მუშებს ჩინეთიდან იწვევს, ხოლო საკუთარი ქვეყნის უმუშევარ მოქალაქეებს ევროპის ყვეყნებში, ძიძებად და ოფიციანტებად სამუშაოდ ეპატიჟება. აქედან გამომდინარე, პარტია „თავისუფალი საქართველო“ ქვეყნის ხელისუფლებისგან კატეგორიულად მოითხოვს განიხილოს ზემოაღნიშნული ტენდერის გაუქმების საკითხი, ხოლო თუ ქართულ კერძო კომპანიებს არ შეუძლიათ ამ სახის ტექნიკური სირთულის სამუშაოების ჩატარება, სახელმწიფოს მონაწილეობით უნდა შეიქმნას ერთობლივი კომპანია, სადაც დასაქმებული იქნებიან, მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები“, -განაცხადა „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა.

ინფორმაციას „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - თუ ხელისუფლება და ოპოზიცია მეორე ტურის უკეთ გასაკონტროლებლად კონკრეტულ მექანიზმებზე ვერ შეთანხმდნენ, მაშინ გამოვა, რომ ორივე მხარე შეგნებულად მიდის ვითარების გამწვავებაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2021
ვიტალი ბალა - თუ სააკაშვილის კიევში დაბრუნებასთან დაკავშირებით უკრაინისა და საქართველოს პირველ პირებს შორის შეთანხმება იქნა მიღწეული, ამ თემაზე საქართველოს ხელისუფლების ადრე გაკეთებული განცხადებები ბევრს არც არაფერს ნიშნავს
„გორგია“ ბათუმში დაზარალებულ ყველა ოჯახს მათთვის საჭირო ტექნიკას, ავეჯსა და საყოფაცხოვრებო ნივთებს გადასცემს
ქართულ ბაზარზე ახალი ინოვაციური ბრენდი „მულტი“ შემოდის
BTU აბიტურიენტებისთვის და მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის მასშტაბურ პროექტს იწყებს