ქუთაისში ინტენსიურმა ნალექმა რამდენიმე ქუჩა დატბორა

ქუთაისში ინტენსიურმა ნალექმა რამდენიმე ქუჩა დატბორა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ქუთაისის მერიიდან აცნობეს, ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა ქალაქის ცენტრალური ნაწილი. ასევე ფოთის ქუჩა, ავტომშენებლის და აღმაშენებლის ქუჩები.

მათივე ცნობით, დაიტბორა მოსახლეობის ეზოები, სარდაფები და რამდენიმე საცხოვრებელი სახლის პირველი სართული.

ადგილზე იმყოფება ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი. მობილიზებულია მერიის შესაბამისი სამსახურები, „სპეცსერვისები" და სამაშველო ბრიგადები, რომლებიც მოსახლეობას საჭირო დახმარებას უწევენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა