კახა კალაძე შატილის გზაზე მომხდარ ავარიაზე - მთელი საქართველო ვგლოვობთ დაღუპულებს

თბილისის მერი კახა კალაძე დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ეხმიანება და დაღუპულების ოჯახებს უსამძიმრებს.

„დღეს მომხდარმა საშინელმა ავტოკატასტროფამ ყველანი შეგვძრა. დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე დატრიალებულმა ტრაგედიამ 17 ადამიანი იმსხვერპლა. მთელი საქართველო ვგლოვობთ დაღუპულებს. ვუსამძიმრებთ მათ ოჯახებს, ახლობლებს. სიტყვები უძლურია ასეთ დროს... ვიმედოვნებთ, რომ სამი გადარჩენილი მგზავრის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ისინი მალე გამოჯანმრთელდებიან“,- აცხადებს კახა კალაძე.

შეგახსენებთ, დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ბოლო მონაცემებით, 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 მძიმედ დაშავდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს