გიორგი ტყემალაძე შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე შატილის გზაზე, სოფელ ბისოსთან მომხდარი ტრაგედიის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლე შეეწირა. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს. სამწუხაროდ, არიან დაშავებულებიც, რომელთა გადასარჩენადაც ამ წუთებში ყველაფერი კეთდება. ვიმედოვნებ, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქრება. ინტენსიურად მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოებიც. კიდევ ერთხელ ვუთანაგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს, დაშავებულებს კი გამოჯანმრთელებას ვუსურვებ “, - ნათქვამია გიორგი ტყემალაძის მიერ სოციალური ქსელით გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ბოლო მონაცემებით, 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 მძიმედ დაშავდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს