გიორგი ვაშაძე - ასეთ დროს არ არსებობს სიტყვები, რომლებიც დაღუპულთა ოჯახებს ტკივილს შეუმსუბუქებს - ეს არის სრულიად საქართველოს ტრაგედია

„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე შატილის გზაზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს.

„ჩემი და „სტრატეგია აღმაშენებლის" გუნდის სახელით მწუხარებას გამოვთქვამ შატილის გზაზე მომხდარი შემზარავი ტრაგედიის გამო. მთელი გულით ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, ნათესავებსა და ახლობლებს.

ეს არის კიდევ ერთი უმძიმესი ტრაგედია ჩვენთვის. ამ მძიმე ჟამს არ არსებობს სიტყვები, რომლებიც ამ ადამიანების ოჯახებსა და ახლობლებს ტკივილს შეუმსუბუქებს, თუმცა გეტყვით რომ მხნედ უნდა იდგეთ. ეს არის სრულიად საქართველოს ტრაგედია.

კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ ყველას ამ უმძიმეს დანაკარგს და შემთხვევის შედეგად დაშავებულებს გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ", - აცხადებს ვაშაძე.

შეგახსენებთ, დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ბოლო მონაცემებით, 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 მძიმედ დაშავდა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა