ექიმის ინფორმაციით, შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული სამივე პირის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული სამივე პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. როგორც თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმმა, გიორგი მძინარიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მათგან ორი რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი, ხოლო ერთს კვლევები უტარდება.

მისი თქმით, კვლევების შემდეგ გაირკვევა, ჩაუტარდებათ თუ არა დაშავებულებს ოპერაცია.

„სამი ქალია შემოყვანილი კატასტროფის ბრიგადის მიერ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში, პოლიტრავმის დიაგნოზით. არის სხეულის მრავლობითი დაზიანებები, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, არასტაბილური ჰემოდინამიკა. ახალგაზრდა ასაკის არიან, სამივე მძიმეა, ორი რეანიმაციაშია, ერთთან მიმდინარეობს კვლევები," - განაცხადა გიორგი მძინარიშვილმა.

შეგახსენებთ, დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ბოლო მონაცემებით, 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს