ბორის ჯონსონი - ბავშვების სკოლაში დაბრუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი მშობლებს მოუწოდებს, სექტემბერში ბავშვები სკოლებში გაუშვან და აცხადებს, რომ ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„ცოდნის მიღების მიზნით საკლასო ოთახებში დაბრუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი შვილებისთვის. არაფერს აქვს იმხელა ზეგავლენა მათი ცხოვრების შესაძლებლობებზე , რამხელაც სკოლაში დაბრუნებას,“- აღნიშნა ჯონსონმა.

ცნობისათვის, გუშინ ინგლისის, ჩრდილოეთ ირლანდიისა და უიელსის მედიკოსებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ დაწყებითი და საშუალო სკოლის ასაკის ბავშვებში კოვიდ 19-ით გარდაცვალების შემთხვევები ძალიან იშვიათია. მედიკოსების განცხადებით, მსოფლიო გამოცდილებამ აჩვენა, რომ სკოლის გახსნა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდას არ იწვევს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო