შატილის გზაზე გუშინ საღამოს მომხდარ ავარიას 17 ადამიანი ემსხვერპლა, 3 კი მძიმედ დაშავდა. მაშველებმა ყველა გარდაცვლილის ცხედარი ხევიდან გუშინვე ამოიყვანეს. ჯერჯერობით ხევში რჩება მიკროავტობუსი, რომელიც 80 მეტრი სიმაღლიდან გადავარდა, ასევე ჯიპი, რომელთანაც შეჯახების შედეგად მიკროავტობუსი სიმაღლიდან გადავარდა.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია ამ დრომდე იმყოფება.
გთავაზობთ „ინტერპრესნიუსის“ ფოტოკორესპონდენტის, გიორგი ნიკოლიშვილის ფოტორეპორტაჟს, რომელიც ტრაგედიის ადგილზე არსებულ ვითარებას ასახავს.