აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ოფიციალური ვიზიტით ისრაელს ესტუმრა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ოფიციალური ვიზიტით ისრაელს ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში, იერუსალიმში პომპეოს შეხვედრა დაგეგმილია ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, მხარეები ირანის „მტრულ გავლენებთან“ დაკავშირებულ რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ.

ტურნეს ფარგლებში, ისრაელის გარდა, მას 23-დან 28 აგვისტომდე პერიოდში, ვიზიტები დაგეგმილი აქვს სუდანში, ბაჰრეინსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.

შეგახსენებთ, 13 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ისრაელმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, აშშ-ის დახმარებით, ურთიერთობების სრული ნორმალიზების შესახებ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწიეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა