გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორი - ბრალდებულების მიმართ გამოყენებული პატიმრობის შეცვლის ახალი გარემოება არ არსებობს

ამ ეტაპზე არ არსებობს რაიმე ახლად გამოვლენილი გარემოება, რომელიც საფუძვლად დაედებოდა აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას ან შეცვლას თერთმეტივე ბრალდებულის მიმართ, - ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საბურთალოელების ადვოკატებს საქმის ცალკე წარმოებად გამოყოფაზე უარი ეთქვათ, ვინაიდან ეს გარემოება საქმის გაჭიანურებას ემსახურება.

„ამ ეტაპზე უნდა არსებობდეს რაიმე ახალი გარემოება, მტკიცებულება ან ინფორმაცია, რომელიც შესაძლებელია საფუძვლად დაედოს აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას ან შეცვლას. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს რაიმე ახლად გამოვლენილი გარემოება, რომელიც საფუძვლად დაედებოდა აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას ან შეცვლას თერთმეტივე ბრალდებულის მიმართ. თუ არ იქნება ახალი გარემოება, არც გირაოს დავეთანხმებით და არც სხვა აღკვეთის ღონისძიების სახეს. გირაოს თანხის გაზრდა არ ემსახურება პროცესის მიზნებს.

ადვოკატებს უარი ეთქვათ ცალკე წარმოებად საქმის გამოყოფაზე. ამ ეტაპზე ეს გარემოება ემსახურება საქმის გაჭიანურებას და დღეის მდგომარეობით, არარელევანტურია. თუ საქმე გამოიყოფა, ეს პიროვნებები ისევ პატიმრობაში დარჩებიან,” - აღნიშნა დავით ყაზარაშვილმა.

ცნობითვის, მცხეთის რაიონულ სასამართლოში, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირის სასამართლო პროცესი დღეს იმართება. აღნიშნულ პროცესზე დაკავებული 11 პირისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გადაისინჯება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა