სვეტლანა ტიხანოვსკაია - იმედი მაქვს, ხელისუფლებასთან დიალოგი მალე დაიწყება

ბელარუსის ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი, სვეტლანა ტიხანოვსკაია იმედს გამოთქვამს, რომ მოქმედ ხელისუფლებასთან დიალოგი მალე დაიწყება.

„საკოორდინაციო საბჭოს მიზანი მოქმედ ხელისუფლებასთან დიალოგის წარმოების ორგანიზებაა. იმედი მაქვს, ეს დიალოგი მალე გაიმართება, მაგრამ ამის უპირველესი პირობა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაა,“ - განაცხადა ტიხანოვსკაიამ პოლონულ გამოცემა Gazeta Wyborcza-სთან ინტერვიუში.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ტიხანოვსკაიამ აღნიშნა, რომ ხელახალი არჩევნების ჩატარების შემთხვევაში კენჭისყრას აღარ აპირებს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტობისთვის მისმა ქმარმა იბრძოლოს, თავად კი მოღვაწეობის გაგრძელებას ადამიანის უფლებების დაცვის ორგანიზაციებში გეგმავს.

„თუმცა ამაზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა. მთავარი მიზანი ახალი არჩევნების ჩატარებაა,“ - განაცხადა ტიხანოვსკაიამ.

შეგახსენებთ, ბელარუსში 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საპროტესტო აქციები არ წყდება. დემონსტრანტები არჩევნების ოფიციალურ შედეგებს არ ცნობენ, პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომასა და ხელახალი არჩევნებს ჩატარებას ითხოვენ. არჩევნების შემდეგ ბელარუსის ყოფილმა საპრეზდენტო კანდიდატმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ქვეყანა დატოვა და პოლონეთს შეაფარა თავი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა