გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს რეკომენდაციებით მიმართავს და მათ პროგრამების არჩევისას ყურადღებისა და სიფრთხილისკენ მოუწოდებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს რეკომენდაციებით მიმართავს და მათ პროგრამების არჩევისას ყურადღებისა და სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათვამი, აბიტურიენტების სააპელაციო განაცხადების მიღება დასრულებულია. ამჟამად მიმდინარეობს განაცხადების განხილვა. პროცესის დასრულების შემდეგ აბიტურიენტები გაეცნობიან აპელაციის შედეგებს, რომლის შემდეგაც კიდევ ერთი დღე ექნებათ იმისათვის, რომ შეიტანონ ცვლილებები პროგრამების რეიტინგულ ჩამონათვალში.

"შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ თხოვნით მიმართავს აბიტურიენტებს, რომ პროგრამის არჩევისას ყურადღება მიაქციონ:

ა) საგანმანათლებლო პროგრამაზე არსებული ადგილების რაოდენობას;

ბ) უმაღლესი სასწავლებლის მიერ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასაბარებელი გამოცდისათვის მინიჭებულს კოეფიციენტს;

გ) საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის საფასურს;

დ) საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების ენას;

ე) სასურველ საგანმანათლებლო პროგრამაზე გაზრდილია თუ არა უმაღლესი სასწავლებლის მიერ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი;

  • ვ) აკრედიტებულია თუ არა საგანმანათლებლო პროგრამა (არააკრედიტებული პროგრამა არ ფინანსდება სახელმწიფოს მიერ);

ზ) რომელ ქალაქში მიმდინარეობს სწავლა ამ საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით და სხვ.

აბიტურიენტები საკუთარი არჩევანის რაოდენობაში შეზღუდულები არ არიან, ამიტომ ცენტრის რეკომენდაციაა, ისარგებლონ ამ შესაძლებლობით. ცენტრი ასევე აფრთხილებს აბიტურიენტებს, არ დაავიწყდეთ ნებისმიერი ცვლილების განხორციელების შემდეგ გამოიყენონ ღილაკი - შენახვა. ამასთან გაითვალისწინონ, რომ კონკრეტული ვადის ამოწურვის შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამების პრიორიტეტულ ჩამონათვალს ვეღარ შეცვლიან", - ნათქვამია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს