რუსეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 4 744 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 961 493-ს მიაღწია, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე განცხადებით, კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 65 ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსით დაღუპულთა რიცხვი, საერთო ჯამში, 16 448-მდე გაიზარდა.
ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთში „კოვიდ 19“-სგან 773 095 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ცნობისთვის, კოვიდინფიცირებულების რაოდენობით რუსეთი აშშ-ს, ბრაზილიისა და ინდოეთის შემდეგ მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში.