გიორგი ვაშაძე „ნაცმოძრაობაზე“ - „სიტყვის კაცობა" პოლიტიკაშიც გადამწყვეტია

მე პირადად, ყოველთვის ვარ ჩემი სიტყვისა და ჩემი ხელმოწერის ერთგული, ამასვე მოვითხოვ ყველა სხვა ოპოზიციური პარტიისგან. "სიტყვის კაცობა" პოლიტიკაშიც არის გადამწყვეტი, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვისაც“, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითიც ის "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ისანში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შესაძლო წარდგენის საკითხს გამოეხმაურა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, თითოეული ოპოზიციონერი ლიდერი და თითოეული ოპოზიციური პოლიტიკური ძალა ყველა შეთანხმებას და გაცემულ პირობას უნდა გაუფრთხილდეს. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, "ქართულ ოცნებასთან" კოალიციას არ განიხილავს.

"ვფიქრობ, რომ უნდა ჩამოყალიბდეს პროდასავლური კოალიცია იმ პარტიებისგან, რომელიც არის ოპოზიციაში და ჩვენი გუნდი იცით ვისაც წარადგენს პრემიერ-მინისტრად. სიტყვისა და შეთანხების ერთგულება არის პრინციპი, რომელიც უნდა დაედოს მომავალში კოალიციურ მმართველობას. თუ ვინმე ამას დაარღვევს, ძალიან ცუდი იქნება. იმედი მაქვს არც "ნაიცონალური მოძრაობა" და არც რომელიმე პოლიტიკური ძალა არ დაარღვევს არცერთ შეთანხმებას, ეს, პირველ რიგში, მათთვის იქნება ცუდი, სიტყვის გამტეხი პოლიტიკური ძალა არავის სჭირდება", - განაცხადა ვაშაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა