შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატი - ჩვენი მოთხოვნაა, უკიდურესად მძიმე აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს

არ არსებობს საფუძველი, რომ რაიმე სახის თუნდაც ნაკლებად მძიმე აღკვეთის ღონისძიება იყოს გამოყენებული, თუმცა ალტერნატივას შევთავაზებთ სასამართლოს გირაოს სახით, - ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატმა, არჩილ ბერიანიძემ განაცხადა. მისივე თქმით, საქმეში არ არის ფაქტობრივი და ფორმალური გარმოებები, რის გამოც ბრალდებულებს უნდა ჰქონდეს შეფარდებული პატიმრობა.

,,გვექნება მოთხოვნა, რომ გაუქმდეს უკიდურესად მძიმე აღკვეთის ღონისძიება. საქმეში არ არის ფაქტობრივი და ფორმალური გარმოებები, რის გამოც ბრალდებულებს უნდა ჰქონდეს შეფარდებული პატიმრობა. ვიშუამდგომლებთ, რომ აღკვეთის ღონისძიება საერთოდ გაუქმდეს, არ არსებობს საფუძველი, რომ რაიმე სახის თუნდაც ნაკლებად მძიმე აღკვეთის ღონისძიება იყოს გამოყენებული, თუმცა ალტერნატივას შევთავაზებთ სასამართლოს გირაოს სახით და სხვა ნებისმიერ გარემოებას, რომელსაც სასამართლო თავად საჭიროდ ჩათვლის,” - განაცხადა არჩილ ბერიანიძემ.

შეგახსენებთ, რომ 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია 17 პირი, მათგან 6 არასრულწლოვანია. პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე „ტოიოტა ქამრის“ მგზავრების - 5 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის დაიწყო, რაც განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნულ საქმეზე ბრალი ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს დაუმძიმდათ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს