დავით ბაქრაძის შეფასებით, მემორანდუმი, რომელსაც 30-მდე პარტია მოაწერს ხელს, ოპოზიციის ერთიანობის შესახებ „მძლავრი პოლიტიკური სიგნალია”

“ევროპული საქართველოს” ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, მემორანდუმი, რომელსაც დღეს ოპოზიციური პარტიები მოაწერენ ხელს, ოპოზიციის ერთიანობის შესახებ “ძალიან მძლავრი სიგნალია”.

როგორც ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დოკუმენტი პოლიტიკურადაც და პრაქტიკულადაც მნიშვნელოვანია.

“დღეს ოპოზიციის შეკრებას და აქ გაფორმებულ დოკუმენტს აქვს ორი მნიშვნელობა. პირველი, ეს გახლავთ პოლიტიკური განაცხადი, რომ პირველად საქართველოს არჩევნების ისტორიაში 30-მდე ოპოზიციური პარტია, პრაქტიკულად სრული სპექტრი თანხმდება ერთმანეთის ხმების დაცვაზე და თანხმდება, რომ ერთობლივი ძალისხმევით არ დაუშვებს არჩევნების გაყალბებას და რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მძლავრი პოლიტიკური სიგნალი ოპოზიციის ერთიანობის შესახებ. ამასთან ერთად, ამ დოკუმენტს აქვს პრაქტიკული ღირებულებაც და დოკუმენტში ასახული იქნება ის პრაქტიკული მექანიზმები, რომლითაც ოპოზიცია დაიცავს ერთმანეთის ხმებს. ამიტომ დოკუმენტი გახლავთ პოლიტიკურადაც და პრაქტიკულადაც მნიშვნელოვანი. ვფიქრობთ, რომ ეს იქნება ძალიან სერიოზული ნაბიჯი, რომლითაც დავიცავთ ჩვენი მოქალაქეების ხმებს და უზრუნველვყოფთ იმას, რომ არჩევნების შედეგები ასახავდეს ხალხის ნებას”,- განაცხადა ბაქრაძემ.

რაც შეეხება კიდევ ერთ დოკუმენტს, რომელიც ოპოზიციამ მომავალში უნდა მიიღოს, ბაქრაძე ამბობს, რომ ეს დეკლარაცია კრიზისის თავიდან აცილებას და ეფექტიანი პროდასავლური კოალიციის შექმნას უზრუნველყოფს.

“ამ დოკუმენტის მიზანი იქნება არა კრიზისის შექმნა, არამედ პირიქით - კრიზისის თავიდან აცილება. ჩვენი ამოცანა არ გახლავთ ქვეყანაში კრიზისების პროვოცირება, ჩვენი ამოცანაა მშვიდობიანად პოლიტიკურად ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას “ქართული ოცნება” და შევქმნათ ეფექტიანი პროდასავლური კოალიცია, რომელიც გადაწყვეტს ხალხის პრობლემებს. ამიტომაც ყველა ნაბიჯი, რომელსაც ვდგამთ, ემსახურება იმას, რომ ქვეყანაში არ იყოს პოლიტიკური კრიზისი,არ არსებობდეს ხელისუფლება, რომელიც ვერ დგამს ნაბიჯებს და შეიქმას ის პროდასავლური ოპოზიციური კოალიციური მთავრობა, რომელიც ემსახურება იმას, რომ ქვეყანას არათუ კრიზისში არ შეიყვანს, არამედ დღეს შექმნილი კრიზისიდან გამოიყვანს და პრობლემების მოგვარებას დაიწყებს”,- განაცხადა ბაქრაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს