ტურისტული კომპანია Treveler.ge-ის ხელმძღვანელი და თანამშრომელი გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ

ტურისტული კომპანია Treveler.ge-ის ხელმძღვანელი და თანამშრომელი, პოლიციის მცხეთის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავად გამოკითხვაზე მყოფმა კომპანიის თანამშრომელმა განუცხადა. საუბარია კომპანიაზე, რომლის კუთვნილი სამარშრუტო ტაქსის მონაწილეობით გუშინ შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

კომპანიის თანამშრომლის ინფორმაციით, სამართალდამცავები ტურზე მყოფი მოქალაქეების ვინაობით და მათი საკონტაქტო ინფორმაციით დაინტერესდნენ.

„გამოკითხვაზე ვიყავი ღამით და დილით დასრულდა. ჩემთან ერთად იყო კომპანიის ხელმძღვანელი შალვა ბოლოთაშვილი. მე ამ ეტაპზე ვიყავი ოპერატორი და ვპასუხობდი სატელეფონო ზარებს, ისე გიდი ვარ. გამოკითხვაზე დაინტერესდნენ ტურზე მყოფი ადამიანების სიით და ტელეფონის ნომრებით. დანარჩენი რაც აინტერესებდათ და რაც საჭირო იყო გამოძიებისთვის და შემეძლო რამეში დახმარება, დაწვრილებით მივაწოდე ინფორმაცია,“- განაცხადა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში კომპანიის თანამშრომელმა.

შეგახსენებთ, დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ბოლო მონაცემებით, 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ოპოზიციამ, თუ სურს რეალური შედეგის მიღწევა, სტრატეგია და ტაქტიკა უნდა შეცვალოს, თუმცა ამის იოტისოდენა იმედიც არ მაქვს
კორეის ელჩი ჰიონ დუ კიმი - კორეის ძლიერი მხარე მაღალტექნოლოგიურ წარმოებაშია, საქართველოს კი ლოჯისტიკისა და მომსახურების სფეროებში - ის უნდა განიხილებოდეს როგორც ბაზარი, რომელსაც შეუძლია გააერთიანოს რეგიონი და მის მიღმაც
ქართული პრესის მიმოხილვა 17.11.2025