ალეკო ელისაშვილი - როდემდე უნდა ვიყოთ მსგავსი ფაქტებით შეძრულები და ვითვლიდეთ გარდაცვლილებს გზებზე?

„მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს უსამძიმრებს.

"ჩემი და ჩვენი გუნდის - "მოქალაქეები" სახელით ვუსამძირებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს. ყველანი შემზარავი ტრაგედიის მომსწრენი გავხდით. ეს არის სრულიად საქართველოს ტრაგედია. შემზარავი ქვეყანა გავხდით, მერამდენე მსგავსი შემთხვევა უნდა მოხდეს, როდემდე შეიძლება ერთი და იგივე გრძელდებოდეს? თუ რამე უნდა გამკაცრდეს, პირველ რიგში, გადაადგილებასთან დაკავშირებული რეგულაციებია და თავად გზებიც უნდა მოწესრიგდეს. სულ რამდენიმე ასეთი ღირსშესანიშნავი ადგილი გვაქვს - დუშეთი და ხევსურეთი, სადაც ყოველთვის ხდება მსგავსი შემთხვევები, ე.ი. უნდა დავარისხოთ ზარები და ყველამ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ის გზები გზებს დაემსგავსოს. როდემდე უნდა ვიყოთ მსგავსი ფაქტებით შეძრულები და ვითვლიდეთ გარდაცვლილებს გზებზე" , - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

შეგახსენებთ, შატილის გზაზე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, რის შედეგად 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 მძიმედ დაშავდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო