ირაკლი ოქრუაშვილი - დისონანსი, რომელიც გიორგი ვაშაძის გადაწყვეტილებამ შემოიტანა ოპოზიციურ ერთობაში, გამოსწორებას მოითხოვს

პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ თავმჯდომარის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, ერთმანეთის ხმების დაცვის შესახებ ოპოზიციის მემორანდუმი საზოგადოების მოთხოვნა და ოპოზიციური პარტიების ვალდებულებაა. რაც შეეხება კიდევ ერთ დოკუმენტს, რომელსაც ოპოზიცია სექტემბერში გააფორმებს, ოქრუაშვილი ამბობს, რომ კოალიციური მთავრობის შექმნა გარდაუვალია, თუმცა არა “ქართულ ოცნებასთან”. მისი თქმით, მმართველ გუნდთან თანამშრომლობაზე უარის თქმამ შესაძლოა პოლიტიკური კრიზისი გამოიწვიოს, თუმცა “ამ პოლიტიკურმა კრიზისმა შეიძლება გაცილებით გააჯანსაღოს პოლიტიკური პროცესი”.

“ქართული ოცნება” იმ სიტუაციაშია, როდესაც აგრძელებს ამომრჩევლების მოსყიდვას, დაშინებას და სხვადასხვა ტიპის მანიპულაციას, წინასაარჩევნო პერიოდში მასთან რაიმე დოკუმენტის გაფორმება შეუძლებელია ოპოზიციური სპექტრის მხრიდან. ამ ყველაფრის წინააღმდეგ ჩვენ გაცილებით უფრო მობილიზებული უნდა ვიყოთ”,- განაცხადა ოქრუაშვილმა.

მან გიორგი ვაშაძისა და თაკო ჩარკვიანის შესახებაც ისაუბრა.

“თუ ვინმემ დაარღვია ის შეთანხმება, რომელიც გაფორმდა “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში, დაარღვია ჩემთან მიმართებაში. მე ამას არ ვთვლი პრობლემად ჩემი გადმოსახედიდან, თუმცა ის დისონანსი, რომელიც გიორგი ვაშაძის გადაწყვეტილებამ შემოიტანა ამ ერთობაში, მოითხოვს გამოსწორებას მისი მხრიდან. შესაძლოა, გიორგი ვაშაძემ საკუთარი ნომრით არ დააყენოს თაკო ჩარკვიანი და ესეც განვიხილოთ გამოსწორებად”,- განაცხადა ოქრუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა