ბელარუსის თავდაცვის უწყება ლიეტუვას საჰაერო სივრცის დარღვევის მცდელობაში ადანაშაულებს

ბელარუსის თავდაცვის სამინისტრო ლიეტუვას ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევის მცდელობაში ადანაშაულებს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Belta ავრცელებს.

ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 23 აგვისტოს ქვეყნის სამხედრო საჰაერო და ანტისაჰაერო თავდაცვის ძალებმა ოშმიანსკის რეგიონის ვოლკოვშჩინას დასახლებაში ლიეტუვის რესპუბლიკის მხრიდან პროვოკაცია აღკვეთეს.

„მი-24“ ტიპის ვერტმფრენების ეკიპაჟის ქმედებების შედეგად, საჰარეო ბურთების გადაადგილება, ცეცხლის გახსნის გარეშე აღიკვეთა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

უწყების განმარტებით, ბელარუსის თავდაცვის სამინისტროში გადაიგზავნა მომხდარის ამსახველი მასალები, რომელთა საფუძველზეც ლიეტუვის მხარისთვის წარსადგენი საპროტესტო ნოტა მომზადდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო