თინა ბოკუჩავა - ისანში კანდიდატის წარდგენაზე გადაწყვეტილება ამ ეტაპზე მიღებული არაა

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, თინათინ ბოკუაჩავას განცხადებით, ამ ეტაპზე პარტიაში ისანში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არაა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

"იცით, რომ ამ ეტაპაზე "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარეობს მსჯელობა. ჩვენ ვიყავით ინიციატორი იმის, რომ თბილისში მხოლოდ ორ ოლქში ვყოფილიყავით წარმოდგენილები, დანარჩენ 6 ოლქში სხვა ოპოზიციური პარტიები შეთანხმებულიყვნენ ერთ კანდიდატზე. სამწუხაროდ, ეს მათ ვერ შეძლეს. ამან კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ჩვენი ეს ინიციატივა. ჯერჯერობით, საბოლოო გადწყვეტილება ისანთან დაკავშირებით არ არის მიღებული", - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, რომ ისანში ოპოზიციური პარტიების ერთიანი მაჟორიტარი კანდიდატი გიორგი ვაშაძეა, თუმცა „ნაციონალური მოძრაობა“ აღნიშნულ ოლქში საკუთარი კანდიდატის წარდგენის შესახებ ალაპარაკდა, რაც ვაშაძემ ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ დატოვა.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო