შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმის დირექტორი - გვინდა, ჩვენი სიმართლე დავამტკიცოთ, რომ სკოლაში ყველაფერი წესრიგში იყო და დახურვას არ იმსახურებდა

ჩვენი სისტემის სკოლების მიმართ ზეწოლა ჯერ კიდევ 2016-2017 წლებიდან ხორციელდება. დახურეს რამდენიმე რეიტინგული სკოლა, მათ შორის, „დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი“,- ამის შესახებ განცხადება „ინტერპრესნიუსთან“ შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმის დირექტორმა ნანა ყანჩაველმა გააკეთა.

დირექტორის ინფორმაციით, სკოლამ ავტორიზაციის საბჭოს სხდომის გადაწყვეტილებით ფუნქციონირება მიმდინარე წლის 30 ივნისს შეწყვიტა. დირექტორის შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება, მიკერძოებული, ცალმხრივი და უსამართლოა.

„სკოლაში 2020 წლის 26-28 თებერვალს განხორციელდა მონიტორინგი, რომლის საფუძველზეც მონიტორინგის ექსპერტებმა შეადგინეს 149-გვერდიანი დასკვნა, რომელსაც ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით. ის მიკერძოვებულად, ცალმხრივად, უსამართლოდ შედგენილი დასკვნაა. ძირითადად მინიმალური ხარვეზები იყო სკოლაში, რომლის გამოსწორებაც შეიძლებოდა მყისიერად და ეს ჩვენ მოვახერხეთ. ამ ხარვეზებით სკოლა ნამდვილად არ იხურება. თანაც ავტორიზაციის მონიტორინგის მოვალეობაა გასცეს რეკომენდაციები და მითითებები, რომლის მიხედვითაც შემდეგ იმოქმედებს სკოლა და გამოასწორებს ხარვეზებს, თუმცა გამოსწორების ვადა არანაირად არ მოგვცემია.

ჩვენი სკოლის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს 15 მაისის ავტორიზაციის საბჭოს სხდომაზე, რომელიც შემდეგ დაადასტურეს პირველი ივნისის ოქმით, ხოლო 30 ივნისს ოფიციალურად ფუნქციონირება შეუწყდა სკოლას“, - განაცხადა ნანა ყანჩაველმა.

მისი განმარტებით, ავტორიზაციის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება სააპელაციო საბჭოში გაასაჩივრეს, რომლის სხდომაც ხვალ გაიმართება.

„სამართლებრივი დავა სააპელაციო საბჭოში დავიწყეთ, ეს არის პირველი ორგანო, რომელსაც მივმართეთ. სააპელაციო საბჭოს სხდომა გაიმართება ხვალ, 15:00 საათზე დისტანციურ რეჟმში. თუ რა არის ავტორიზაციის შეწყვეტის მიზეზი, იმედია, რომ ამას პასუხს გასცემს სააპელაციო საბჭო, რომელსაც ჩვენ ნდობა გამოვუცხადეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ გავაგრძელებთ დავას და მივმართავთ სხვა სამართლებრივ სტრუქტურებსა და ჩვენს მეგობარ ორგანიზაციებს საზღვარგარეთ. გვინდა, ჩვენი სიმართლე დავამტკიცოთ, რომ ჩვენს სკოლაში ყველაფერი იყო წესრიგში და არ იმსახურებდა სკოლა დახურვას მიზერული მიზეზების გამო“, - განაცხადა ნანა ყანჩაველმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა