"თავისუფალი დემოკრატები" შატილში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს

პარტია ,,თავისუფალი დემოკრატები" მწუხარებას გამოთქვამს შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევით გამოწვეული ტრაგედიის გამო.

„ეს არის უმძიმესი ტრაგედია, ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს, მეგობრებსა და სრულიად საქართველოს. გადარჩენილ მოქალაქეებს კი სწრაფ გამოჯანმრთლებას ვუსურვებთ", - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ბოლო მონაცემებით, 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 მძიმედ დაშავდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა