გიგი უგულავა - თაკო ჩარკვიანი უხერხულობას უქმნის საერთო საქმეს - თუ ირაკლი ოქრუაშვილის პარტიას ისანში კანდიდატის დაყენების სურვილი ექნება, ეს სამართლიანი იქნება

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, ჩანს, რომ საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში თაკო ჩარკვიანის კანდიდატურა ოპოზიციურ ერთიანობას უხერხულობას უქმნის. თუმცა, უგულავას თქმით, გასათვალისწინებელია, რომ ჩარკვიანი კანდიდატად მაშინ დადგა, როდესაც “ძალა ერთობაშიას” წარმომადგენელი იყო.

როგორც უგულავამ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, თუ ირაკლი ოქრუაშვილის პარტიას სურვილი ექნება, ისნის მაჟორიტარულ ოლქში საკუთარი კანდიდატი დააყენოს, შეთანხმების შემთხვევაში, ეს სამართლიანი იქნება.

“ჩანს, რომ ის (თაკო ჩარკვიანი) უხერხულობას უქმნის საერთო საქმეს, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ის მაშინ დადგა იქ, როდესაც ჯერ კიდევ “ძალა ერთობაშიას” წარმომადგენელი იყო. ასე რომ, ამ არგუმენტის მოყვანა ვაშაძის საწინააღმდეგოდ, არასწორია და ასევე ჩვენ შეგვიძლია ის მექანიზმიც ჩავდოთ, როდესაც ვიმსჯელებთ, რომ ვინაიდან ქალბატონი თაკო წარმოადგენს ვაშაძის პარტიასა და ბლოკს, ირაკლი ოქრუაშვილის პარტიასაც ჰქონდეს შესაძლებლობა, თუ გადაწყვეტს, რომ ისანში ასეთ შემთხვევაში დააყენოს კანდიდატი, თუმცა ეს არ ვრცელდება “ნაციონალურ მოძრაობაზე”. ასე არის სწორი, სამართლიანი და იმედი მაქვს, ჩემი კოლეგები ამ შეთანხმებას დაიცავენ”,- განაცხადა უგულავამ.

როგორც ის აღნიშნავს, ნებისმიერი მცდელობა “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან, რომ სხვა ოპოზიციურ კანდიდატს თავისი კანდიდატი დაუყენოს, შეთანხმების დარღვევაა.

“ვაშაძე არის ოპოზიციის შეჯერებული კანდიდატი და ჩვენ ამის შესახებ საერთო საკონსულტაციო ფორმატში მივიღეთ გადაწყვეტილება. ამიტომ, ნებისმიერი მცდელობა “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან, დააყენოს თავისი კანდიდატი, ჩემთვის მიუღებელია და განვიხილავ ამას, როგორც შეთანხმების დარღვევას. როდესაც შეთანხმებას აქვს მრავალი მხარე, ამ მრავალ მხარესთან უნდა მოხდეს კონსულტაცია და არა მხოლოდ ისე - ჩავიკეტე, მე ვიღებ გადაწყვეტილებას და სხვას არავის ვკითხავ. თუ რაიმე იცვლება, უნდა მოხდეს საერთო ფორმატში კონსულტაცია”,- განაცხადა უგულავამ.

ცნობისთვის, “გამარჯვებული საქართველოს” თავმჯდომარის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, თაკო ჩარკვიანის კანდიდატურასთან დაკავშირებით გიორგი ვაშაძის გადაწყვეტილებამ ოპოზიციურ ერთობაში დისონანსი შეიტანა და გამოსწორებას მოითხოვს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს