ნინო ბურჯანაძე პარტიებს, რომლებსაც ხმების დაცვის შესახებ მემორანდუმზე ხელი ჯერ არ მოუწერიათ, მოუწოდებს, გადაწყვეტილება დროულად მიიღონ

“ერთიანი საქართველოს“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე ოპოზიციურ პარტიებს, რომლებსაც არჩევნებზე ხმების დაცვის შესახებ მემორანდუმზე ხელი ჯერ არ მოუწერიათ, მოუწოდებს, გადაწყვეტილება დროულად მიიღონ.

როგორც ბურჯანაძე აცხადებს, მისთვის გაუგებარია, რა მოტივით შეიძლება თქვან პარტიებმა დეკლარაციაზე ხელის მოწერაზე უარი.

მისი თქმით, მიუხედავად პარტიებს შორის განსხვავებისა, ოპოზიციურ ერთიანობას ჩრდილს არაფერი აყენებს.

“ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ ძალიან ძვირად დაუჯდება არჩევნების გაყალბება. ასევე, მინდა მოვუწოდო იმ პარტიებს, რომლებიც არ არიან შეხვედრაზე, რომლებიც ჯერ ფიქრობენ, ვისურვებდი, დროულად მიიღონ გადაწყვეტილება. ის პარტიები, რომლებიც არ შემოუერთდებიან დეკლარაციას და პრინციპულად განაცხადებენ ნეგატიურ განწყობას, სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებენ თავიანთ დამოუკიდებლობას და მათ ადამიანები აღიქვამენ, როგორც სატელიტებს, ან სატელიტობის მსურველებს. არ მესმის, რა მოტივით შეიძლება თქვა ამ დეკლარაციაზე ხელის მოწერაზე უარი”,- განაცხადა ბურჯანაძემ.

როგორც ის აცხადებს, მემორანდუმით გათვალისწინებული ყველა მექანიზმი იმუშავებს.

“ნუ ექნება ხელისუფლებას იმის ილუზია, რომ ეს იქნება მხოლოდ დეკლარაცია და არ იმუშავებს. იმუშავებს ძალიან აქტიურად არასამთავრობო სექტორთან, დიპლომატიურ კორპუსთან და დავიცავთ ხმებს, რომელსაც მივიღებთ 2020 წლის არჩევნებში”,- განაცხადა ბურჯანაძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა