ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, „ლელო“ „ქართულ ოცნებასთან” კოალიციას არ განიხილავს

პარტია „ლელო საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, პარტია „ქართულ ოცნებასთან” კოალიციას არ განიხილავს.

როგორც ბადრი ჯაფარიძემ ოპოზიციურ პარტიებს შორის მემორანდუმის გაფორმების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, “ქართულმა ოცნებამ” მოსახლეობის ნდობა დაკარგა.

„ლელო საქართველოსთვის” არ განიხილავს კოალიციას „ქართულ ოცნებასთან”, რადგან მიგვაჩნია, რომ ამ ძალამ ყველა მორალური რესურსი ამოწურა, ასევე მოსახლეობის ნდობა დაკაგა, აქედან გამომდინარე “ქართულ ოცნებასთან” კოალიცია არ განიხილება! ის ფაქტი, რომ ამდენი პარტია შეთანხმდა საქართველოს მოქალაქის ხმის დაცვისთვის ბრძოლაზე, ძალიან პოზიტიური მოვლენაა ქართულ პოლიტიკაში. შეთანხმება და კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც დავგეგმეთ იმას ემსახურება, რომ თითოეული ხმა იყოს მაქსიმალურად დაცული და არ მივცეთ მმართველ ძალას ხმების მოპარვის საშუალება“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა