სლოვაკეთში საქართველოს ელჩმა ქვეყნის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელი გადასცა

სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, რევაზ ბეშიძემ სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ზუზანა ჩაპუტოვას რწმუნებათა სიგელი გადასცა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, რწმუნებათა სიგელის გადაცემის ცერემონიის შემდეგ, საქართველოს ელჩისა და სლოვაკეთის პრეზიდენტის შეხვედრა გაიმართა. უწყების ცნობით, საუბრის დროს მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები.

როგორც უწყებაში აცხადებენ, სლოვაკეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა სლოვაკეთის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო