გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებით საჭიროა დამატებით ინფორმაციას დაველოდოთ

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰაიკო მაასის განცხადებით, რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის საქმესთან დაკავშირებით საჭიროა სამედიცინო და კრიმინოლოგიურ დასკვნებს დაველოდოთ. ამის შესახებ მან უკრაინელ კოლეგასთან დიმიტრი კულებასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მე მათ შორის ვარ, რომელთა შეფასება დაფუძნებულია ფაქტებზე. ნავალნის შემთხვევაში ჯერ კიდევ მრავალი ფაქტია საჭირო - სამედიცინი და კრიმინოლოგიური და ასევე აუცილებელია, ცოტა დაველოდოთ“, - განაცხადა მაასმა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი მიჩნევს, რომ აუცილებელია გამოძიების ჩატარება და დამატებითი ინფორმაციის მიღება, მათ შორის იმ კლინიკიდან, სადაც რუს პოლიტიკოსს მკურნალობენ იმისთვის, რომ პასუხი გაეცეს კითხვას, რაც ნავალნის ჯანმრთელობის გაუარესებას ეხება.

ცნობისთვის, რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, რომელიც ომსკიდან ბერლინში სამკურნალოდ გადააფრინეს, კლინიკა Charite-ში იმყოფება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა