„რეფორმერის“ თავმჯდომარე თორნიკე ჯანაშვილი - შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედია ჩვენი ქვეყნისთვის  წარმოუდგენელი ტრაგედიაა

პარტია „რეფორმერი“ შატილის გზაზე მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება. პარტია გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს და მათ თანაგრძნობას უცხადებს.

,,ეს არის წარმოუდგენელი ტრაგედია ჩვენი ქვეყნისთვის. დიდ მწუხარებას გამოვხატავთ მომხდარი ავტოკატასტროფის გამო, რომელსაც 17 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. რთულია ასეთ დროს ანუგეშო გარდაცვლილთა ახლობლები, ჩვენ ვიზიარებთ მათ დიდ მწუხარებას. ეს არის მთელი საქართველოს ტრაგედია", - განაცხადა პარტია „რეფორმერის“ დამფუძნებელმა თორნიკე ჯანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბისოსთან მიკროავტობუსი ხრამში გადავარდა, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, 3 კი მძიმედ დაშავდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო