პირველი არხის შენობიდან თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა

საქართველოს პირველი არხის შენობიდან თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა. როგორც არხის თანამშრომლები „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში აცხადებენ, მიზეზი ტელეკომპანიაში ბომბის არსებობის შესახებ შესული ზარია.

ამ დროისთვის პირველი არხის შენობის გარეთა პერიმეტრზე ათობით თანამშრომელი იმყოფება. არხის თანამშრომლის, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის განცხადებით, პირველი არხი მაუწყებლობას შეუფერხებლად განაგრძობს.

„დაახლოებით ერთი საათის წინ შემოვიდა შეტყობინება, რომ შენობაში იყო ბომბი. ამის შემდეგ ორგანიზებულად დაიწყო ევაკუაცია. მალევე მოვიდნენ სამართალდამცავები. ტერიტორია დავტოვეთ და ახლა ველოდებით ნებართვას, რომ შევიდეთ შენობაში“,- განაცხადა ჩიქოვანმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მათი თანამშრომლების მიერ მიმდინარეობს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის შემოწმება-დათვალიერება. ადგილზე იმყოფებიან გამნაღმველები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა