ირანის საელჩო შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს

თბილისში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შატილის გზაზე მომხდარი უმძიმესი ტრაგედიისა და ჩვიდმეტი ადამიანის დაღუპვის გამო. საელჩო გარდაცვლილთა ოჯახებს და ქართველ ხალხს უსამძიმრებს.

„საელჩო უსამძიმრებს და თანადგომას უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს და ახლობლებს, ქართველ ხალხს და საქართველოს მთავრობას”, - ნათქვამია ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.

შეგახსენებთ, დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, გარდაიცვალა 17 ადამიანი, 3 კი მძიმედ დაშავდა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა