სერგი კაპანაძის განცხადებით, „პატრიოტთა ალიანსი“ დაფინანსებას რუსეთის ფედერაციიდან იღებს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის სერგი კაპანაძის განცხადებით, პოლიტიკური პარტია „პატრიოტთა ალიანსი“ დაფინანსებას რუსეთის ფედერაციიდან იღებს. სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ აღნიშნული სქემა „დოსიეს“ მიერ გამოქვეყნებულ საგამოძიებო მასალაშია გაშიფრული. კაპანაძე ვარაუდობს, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ გაძლიერება იმ მიზნით ხდება, რომ მან არჩევნების შემდეგ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად კოალიციური მთავრობა შექმნას.

„დღეს მედიით გავრცელდა ძალიან საინტერესო, საყურადღებო და ამასთანავე, შემაშფოთებელი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ფინანსდება „ქართული ოცნების“ სატელიტი პარტია „პატრიოტთა ალიანსი“ რუსეთის ფედერაციის მხრიდან. კონკრეტული სქემა არის გაშიფრული, როგორ ხდება მათი კურირება რუსეთის სადაზვერვო სამსახურების მიერ და როგორ ხდება მათთვის ფულის მიწოდება, როგორც ჩანს იმ მიზნით, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ გაძლიერდეს საქართველოში და შემდეგ შეუქმნას კოალიციური მთავრობა „ქართულ ოცნებას“. კონკრეტული გვარები არის დასახელებული იმ გამოძიებაში, რომელიც გაავრცელა „დოსიემ“, სადაც არის საუბარი იმაზე, რომ ეფ-ეს-ბეს“ პოლკოვნიკი ვალერი მაქსიმოვი და გრუ-ს ოფიცერი ვალერი ჩერნიშოვი არიან „პატრიოტთა ალიანსის“ უშუალო კურატორები მოსკოვში, რომლებიც, თავის მხრივ, არიან საგარეო დაზვერვის სამსახურის გენერალის ვლადიმერ ჩერნოვის დაქვემდებარებაში“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

მისი თქმით, საგამოძიებო მასალაში საუბარია იმაზე, რომ ამ საარჩევნო კამპანიისთვის „პატრიოტთა ალიანსი“ დაახლოებით, 8 მილიონ დოლარს დახარჯავს, რაც სერგი კაპანაძის შეფასებით, ქართული რეალობისთვის ძალიან დიდი თანხაა.

„ეს ყველაფერი არის შემაშფოთებელი გამომდინარე იქიდან, რომ ქართული კანონმდებლობით აკრძალულია უცხოეთიდან დაფინანსების მიღება. ეს ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა, სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ გამოძიება დაიწყოს ამ ფაქტებზე. ბუნებრივია, ჩვენ არ ველით, რომ „ქართული ოცნება“ ამას გამოიძიებს და თავის სატელიტ „პატრიოტთა ალიანსს“ რამე პრობლემას შეუქმნის. როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილი ხვდება, რომ ამ არჩევნებში ის უმრავლესობას ვერ მოაგროვებს და მთელს იმედს იმაზე ამყარებს, რომ შექმნას კოალიციური მთავრობა პრორუსულ ძალასთან „პატრიოტთა ალიანსთან“. კარგი კატალიზატორი იქნება, კარგად დავინახავთ, რამდენად მოახდენს ამ ინფორმაციაზე რეაგირებას სუს-ი და მთავრობა,“- განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა