ბრალდებული ძიძის ადვოკატი პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს

ბრალდებული ძიძის, ლელა ლაშქარაშვილის ადვოკატი ლევან კაკაშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და გასაჩივრებას აპირებს.

„წარმოდგენილია მტკიცებულებები, პირადად ქალბატონ ლელაზე ვიდეო ფაილების სახით და მათი წერილობითი მტკიცებულებები, ვისი ინტერესიც არის, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იყოს პატიმრობაში. დამსაქმებლის და ამჟამად მასთან დასაქმებული პირების - მოწმეების პირადი ინტერესია ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის პატიმრობა. რა თქმა უნდა, ჩვენ გავასაჩივრებთ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებულ პატიმრობას”, - განაცხადა ლევან კაკაშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით საჩივარს, სავარაუდოდ, ხვალ შეიტანენ.

2 წლის ბავშვის მიმართ ძალადობაში ბრალდებულ ლელა ლაშქარაშვილს მოსამართლე ზვიად შარაძემ პატიმრობა შეუფარდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა